გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების კახეთის რეგიონულმა ცენტრმა წვევამდელების ახალი ეტაპი გაიწვია

7-06-2026

თელავში, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების რეგიონულ ცენტრში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8 თვის ვადით გაწვეული და ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირები  გამოცხადდნენ. კახეთის რეგიონული ცენტრის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გოჩა სებისკვერაძემ წვევამდელებს სიტყვით მიმართა და ადგილზე მყოფ მშობლებს მადლობა გადაუხადა  ღირსეული ახალგაზრდების აღზრდისთვის, რომლებიც საქართველოს თავდაცვის ძალების რიგებს საკუთარი სურვილით და ნებაყოფლობით  შეუერთდნენ. 

 

წვევამდელები კახეთის რეგიონული ცენტრიდან  ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადაში მშობლებმა და ოჯახის წევრებმა გააცილეს. სამხედრო ქვედანაყოფში ახალგაზრდებს ჯარისკაცის ფორმა და აღჭურვილობა დაურიგდათ, რის შემდეგაც ისინი ყაზარმებში განთავსდნენ.

 

წვევამდელები ძირითად საწყის საბრძოლო მომზადებას 8 კვირის განმავლობაში  გაივლიან და საცეცხლე, სამედიცინო, საინჟინრო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას, ასევე კავშირგაბმულობისა და ტოპოგრაფიის საკითხებს შეისწავლიან. სამხედრო ინსტრუქტორები კურსის მონაწილეებს ფიზიკურად მოამზადებენ და სადისციპლინო წესდებებსაც გააცნობენ. კურსის დასრულების შემდეგ წვევამდელები სამხედრო ფიცს დადებენ და საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფებში ჩაირიცხებიან, სადაც სამ დღეში ერთხელ იმსახურებენ.  პირები, რომლებიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირდნენ, ხელფასზე 30%-იან დანამატს მიიღებენ.