გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სომხეთში ერევნის ყოფილი მერი გაგიკ ბეგლარიანი დააკავეს

7-06-2026

ერევნის ყოფილი მერი გაგიკ ბეგლარიანი მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. ინფორმაციას „არმენპრესი“ ავრცელებს.


გამოცემის ცნობით, ბეგლარიანს, რომელიც ერევანს 2009 წლიდან 2010 წლამდე მართავდა და ასევე, 2012 წლიდან 2016 წლამდე ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი იყო, ბრალად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და ფულის გათეთრება ედება.


ანტიკორუფციულმა კომიტეტმა სასამართლოს ბეგლარიანის წინასწარი პატიმრობის მოთხოვნით მიმართა, სხვა დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.