გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დავით სონღულაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა

8-06-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის  სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები და საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს.


დავით სონღულაშვილმა თურქეთის რესპუბლიკაში მისი სამუშაო ვიზიტის მნიშვნელობის შესახებაც ისაუბრა და ელჩს მადლობა გადაუხადა ვიზიტის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. მინისტრის განცხადებით, უწყებებს შორის საქმიანი შეხვედრები არსებული პარტნიორობის გაღრმავებასა და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების განვითარებას უწყობს ხელს.


მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საექსპორტო პოტენციალის მქონე აგრარული პროდუქციის შესახებ და ყურადღება ქართულ თხილზე, თაფლსა და ღვინოზე გაამახვილა.


საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის, ნარჩენების მართვის, სატყეო და სამთო-მოპოვების სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობის საკითხებს.


მუსტაფა თურქერ არის განცხადებით, საქართველო თურქეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და არსებობს სრული მზაობა ორმხრივად სასარგებლო პროექტების განხორციელებისთვის.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ჩიტაიშვილი ესწრებოდნენ.