გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპის სოფლების - თეზისა და ფერმის - დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

8-06-2026

კასპის მუნიციპალიტეტის, ოკამის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების - თეზისა და ფერმის - დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებში 1 870 გრძივ მეტრ მონაკვეთზე   ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება მიმდინარეობს.


სამუშაო პროცესს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა  და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.


პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ორი სოფლის საგზაო ინფრასტრუქტურას და გადაადგილების უსაფრთხოებას.