გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

გურჯაანის სასამართლო დღეს დავით კირკიტაძისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ იმსჯელებს

20-12-2018

გურჯაანის სასამართლო დღეს დავით კირკიტაძისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ იმსჯელებს.


"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ყოფილი დეპუტატი და ყოფილი გუბერნატორი, დავით კირკიტაძე სამართალდამცველებმა 17 დეკემბერს დააკავეს.


მას ბრალი 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ქონების დაზიანებისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წარდგენილი.


ინტერნეტსივრცეში და სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, სადაც დავით კირკიტაძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ ფორმაში ჩაცმულ პოლიციელს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.


16 დეკემბრის აქციის დროს კანონდარღვევის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ რამდენიმე პირი დააკავა.


"ნაციონალური მოძრაობა" დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესის პარალელურად, დღეს გურჯაანში საპროტესტო აქციას აანონსებს.