გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ბრიუსელში ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართა

9-06-2026

ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრიუსელში, ფესტივალი ქართული ბუნებრივი ღვინის დღე“, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „FLOW SRL“ ორგანიზებით გაიმართა.


ფესტივალზე წარდგენილი იყო ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექვსი მწარმოებლის სხვადასხვა დასახელების ღვინო. ღონისძიებას ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები, მედიისა და ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ, რომელთაც შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ ქართული ღვინის ისტორიას, ტრადიციებს, კულტურას და თანამედროვე ინდუსტრიას.


მსგავსი ფორმატის ღონისძიებებში ქართული ღვინის წარდგენა, ევროპის ღვინის ბაზარზე ცნობადობის ზრდისა და ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების საუკეთესო შესაძლებლობაა.


ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია წარმოადგენს. სააგენტო, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში ახორციელებს.