გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თავდაცვის ძალების მეთაურმა საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვა

10-06-2026

საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა სამხედრო მოსამსახურეებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადასცა. მან ჯარისკაცებს დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და სამშობლოს სამსახურში წარმატებები უსურვა.

 

თავდაცვის ძალებში ტრადიციად დამკვიდრდა, კვარტალში ერთხელ საუკეთესო სამხედროების გამოვლენა. ამჯერად, თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფიდან შეირჩნენ: უფროსი ლეიტენანტი შამილ გიგლემიანი, ლეიტენანტი ზურაბ გოგიაშვილი, სერჟანტი ზურაბ ბენდელიანი, უმცროსი სერჟანტი გიორგი ჭინჭარაული და კაპრალი ზურაბ ლომიძე.

 

თავდაცვის ძალებში საუკეთესო სამხედროების გამოვლენა სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით ხდება, მათ შორის, დისციპლინის, ფიზიკური და საბრძოლო მომზადების დონით, დაკისრებული მოვალეობის შესრულების ხარისხით, გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდური მუშაობის უნარით.

 

პროექტის მიზანია სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციისა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება.