გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

იმერეთის რეგიონში ფაროსანას საწინააღმდეგოდ კომპლექსური ღონისძიებები მიმდინარეობს

11-06-2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს  იმერეთის რეგიონში სხვადასხვა მიმართულებით ატარებს. თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება სოფლების გარე და შიდა პერიმეტრები. მობილიზებულია 13 ერთეული სპეცტექნიკა. სააგენტოს ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის სამეგრელო-იმერეთის მიმართულების ჯგუფმა ხონის მუნიციპალიტეტის სამ ადმინისტრაციულ ერთეულში - გუბში, კუხსა და დედალაურში 780 ჰა ტერიტორია დაამუშავა.  

პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს წერტილოვანი  წამლობები ცივი შესხურებით.

მავნებელის საწინააღმდეგო ღონისძიებები მეფუტკრე-ფერმერებთან  კოორდინირებულად  და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, ღამის საათებში ხორციელდება. პროცესში აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები. ისინი სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად,  ადგილობრივებს დაგეგმილი წამლობის შესახებ წინასწარ აფრთხილებენ. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ასევე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის ფეისბუქ გვერდსა https://www.facebook.com/STOPBMSB?locale=ka_GE და ვებგვერდზე: http://parosana.ge

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, წამლობა თხილის ბაღებსა და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებში დროულად, აგროკალენდრის  მიხედვით განახორციელონ.