გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა

11-06-2026

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის (GFCM) მიერ ორგანიზებულ ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა.


ტრენინგი თურქეთის ქალაქ სტამბოლში, GEF Black Sea Project-ის ფარგლებში გაიმართა.


სასწავლო კურსის ფარგლებში განხილული იყო თევზჭერის კონტროლის პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, ასევე, უკანონო აღურიცხავი და არადეკლარირებული თევზჭერის (IUU) წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები. მონაწილეებმა მარმარაში თევზჭერის კონტროლის ცენტრიც დაათვალიერეს.


თურქეთში გამართულ ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია და საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაზიარებული გამოცდილება მნიშვნელოვანია საქართველოში უკანონო და არადეკლარირებული თევზჭერის პრევენციისა და თევზჭერის კონტროლის პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისა და დანერგვის კუთხით.


შეხვედრას საქართველოს გარდა, თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთისა და უკრაინის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


აღსანიშნავია, რომ საქართველო, 2015 წლიდან, ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის (GFCM) თანამშრომელი არაწევრი ქვეყანა.