გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ზემო არხის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდება

12-06-2026

საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებითა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია ზემო არხის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია/მოდერნიზაცია, რომლის მიზანიც სარწყავი და სადრენაჟე სისტემების გაუმჯობესებაა.


დაგეგმილი პროექტის განხილვის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და შპს „საქართველოს მელიორაციის“ სერვისცენტრის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მსოფლიო ბანკის  საინჟინრო, გარემოსდაცვითი და სოციალური მიმართულებების წარმომადგენლები.


განხილული იყო ზემო არხის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის საინჟინრო დიზაინი, პროექტის სოციალური და ეკოლოგიური ასპექტები, ასევე, პროექტის სარგებელთან და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები.


პროექტის განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდებისა და საირიგაციო მომსახურების ხარისხი, რაც სასოფლო-სამეურნეო მიწების საიმედო და სტაბილურ წყალუზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.