გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

12-06-2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმურად შეამოწმეს ფიზიკური პირი ს. კ. (მისამართი: სენაკი. რუსთაველის ქ. N180), რომელიც კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე, ჰიგიენური ნორმების დარღვევით და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, ახორციელებდა ფრინველების დაკვლას შემდგომი რეალიზაციის მიზნით. მეწარმე სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.


კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.


სააგენტო არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე.