გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კასპის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იშიძუკა ჰიდეკისთან შეხვედრა გამართა

12-06-2026

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იშიძუკა ჰიდეკისთან.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო კასპის მუნიციპალიტეტსა და იაპონიას შორის არსებულ მეგობრულ კავშირებს, ორმხრივ თანამშრომლობასა და კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავებას.


შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი, მერის პირველი მოადგილე დავით ქისიშვილი, მოადგილე ზურაბ კოპაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი.


ვიზიტის ფარგლებში იაპონიის ელჩი ეწვია კასპის ტექნოპარკსა და პროფესიულ კოლეჯს და გაეცნო მიმდინარე სასწავლო პროგრამებს.