გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პრემიერი: ყირგიზეთში ვიზიტი ისტორიულია, დღეს ხელმოწერილი მნიშვნელოვანი შეთანხმებები ასახავს ჩვენს საერთო ერთგულებას, გავაფართოოთ თანამშრომლობა და გავაუმჯობესოთ ურთიერთობები

12-06-2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკაში ვიზიტს სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღეს ხელმოწერილი მნიშვნელოვანი შეთანხმებები ასახავს საერთო ერთგულებას, გაფართოვდეს თანამშრომლობა და გაუმჯობესდეს ურთიერთობები საქართველოსა და ყირგიზეთს შორის.


„მოხარული ვარ ყირგიზი ხალხის გულთბილი მასპინძლობით. ეს ისტორიული ვიზიტია. დღეს ხელმოწერილი მნიშვნელოვანი შეთანხმებები ასახავს ჩვენს საერთო ერთგულებას, გავაფართოოთ თანამშრომლობა და გავაუმჯობესოთ ურთიერთობები საქართველოსა და ყირგიზეთს შორის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტნიორობა გაღრმავდება და ხელშესახებ სარგებელს მოუტანს ჩვენს ერებს", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.