გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მედია: ბრიტანეთში პოლიციამ ატირებული 5 წლის ბიჭი ძალის გამოყენებით დააკავა

15-06-2026

ბრიტანეთში პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა ატირებული 5 წლის ბიჭი, - ამის შესახებ ინფორმაცია X-სა და ტელეგრამზე ვრცელდება, შემთხვევის ამსახველ ვიდეომასალასთან ერთად.


„დიდ ბრიტანეთში პოლიციამ ძალადობრივად დააკავა 5 წლის ბიჭი. დაკავების დროს, პოლიციის თანამშრომლებმა ატირებული ბავშვი მამას ხელებიდან გამოგლიჯეს. კადრებში ნაჩვენებია, რომ შეშინებული ბიჭი გაქცევას ცდილობს, მაგრამ მას პოლიციელები დაედევნნენ, დაიჭირეს და ხელები ზურგს უკან გადაუგრიხეს. ეს ყველაფერი კი მაშინ, როცა ის მთელი ამ ხნის განმავლობაში ყვიროდა, ტიროდა და ისტერიკაში იყო.“ - აღნიშნულია სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, „ერთ-ერთმა პოლიციელმა, მამაკაცი, რომელიც მომხდარს ტელეფონით იღებდა, გააფრთხილა, რომ ტელეფონს წაართმევდა და წიწაკის სპრეის გამოყენებითაც დაემუქრა.“