გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

„საქართველოს მელიორაცია“ გარდაბნის მუნიციპალიტეტში სარწყავ სისტემას აწესრიგებს

15-06-2026

​შპს „საქართველოს მელიორაცია“ საირიგაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და მოდერნიზაციის სამუშაოების ფარგლებში, სოფელ კუმისში სარწყავ სისტემას აწესრიგებს.


სოფელ კუმისის გამანაწილებელ არხზე სრულად შეიცვალა ამორტიზებული ინფრასტრუქტურა, ძველი და დაზიანებული ფოლადის მილსადენი ახლით ჩანაცვლდა.


​მილსადენის განახლება მკვეთრად შეამცირებს წყლის დანაკარგს, უზრუნველყოფს სისტემის შეუფერხებელ მუშაობას და 150 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წყალუზრუნველყოფას.


​სარწყავი სისტემის მოწესრიგება ადგილობრივ ფერმერებს საშუალებას მისცემს, თავიდან აიცილონ გვალვისგან გამოწვეული ზარალი და გაზარდონ მოსავლიანობა.


​„საქართველოს მელიორაცია“ მსგავსი ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქვეყნის სხვა რეგიონებშიც ახორციელებს, რათა მაქსიმალურად იყოს ათვისებული სასოფლო-სამეურნეო მიწების პოტენციალი.