გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

16-06-2026

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხზე იყალთოს  დიუკერის (წყალგამტარი მილის) სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. არხზე არსებული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნადაა მოძველებული და ექსპლუატაციის თანამედროვე მოთხოვნებს აღარ შეესაბამება.


პროექტის ფარგლებში განხორციელდება დიუკერის მილსადენის დემონტაჟი და ახალი მილსადენის მოწყობა, შესასვლელი და გამოსასვლელი სათავისების გაწმენდა დალექილი ქვიშისგან, ბეტონის ზედაპირების გარეცხვა წყლის ჭავლური მეთოდით, ლითონის სვეტების დაგრძელება, ნაგავდამჭერი ცხაურების, ბაქანზე  ასასვლელი კიბისა და მოაჯირების მოწყობა.


იყალთოს დიუკერის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება  2027 წლის აგვისტოშია დაგეგმილი. პროექტის დასრულების შემდეგ თელავის მუნიციპალიტეტში 1630 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყლის მიწოდება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.