გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოში უცხოური ინვესტიციები 2026 წელს $1.8 მილიარდამდე გაიზრდება - გალტ & თაგარტის პროგნოზი

16-06-2026

„გალტ & თაგარტი“ 2026 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 8%-იან ზრდას პროგნოზირებს და მიიჩნევს, რომ წლის ბოლოს ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით 1.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.


საინვესტიციო ბანკის შეფასებით, ზრდის მოლოდინი ეფუძნება 2026 წლის პირველი კვარტლის პოზიტიურ დინამიკას. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 47.7%-ით გაიზარდა და 271.2 მილიონი დოლარი შეადგინა. ზრდა ძირითადად სააქციო კაპიტალის მატებამ განაპირობა.


2026 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა, რომელსაც მოჰყვა უძრავი ქონების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სექტორები. უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის კი დიდი ბრიტანეთი, აშშ, ნიდერლანდები და აზერბაიჯანი დასახელდნენ.


„გალტ & თაგარტის“ პროგნოზით, მიმდინარე წელს ინვესტიციების ზრდის შენარჩუნებას ხელი შეუწყობს როგორც კაპიტალის შემოდინება, ისე ეკონომიკური აქტივობის მაღალი დონე.