გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ალექსანდარ ვუჩიჩი ირაკლი კობახიძეს: თქვენი ძალისხმევა ნამდვილად დიდია და მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს ისეთი შედეგის დადება ევროპაში, რაც თქვენ გაქვთ, ეს ძალიან საამაყოა

16-06-2026

თქვენი ძალისხმევა არის ნამდვილად დიდი და მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს ისეთი შედეგის დადება ევროპაში, რაც თქვენ გაქვთ, ეს ძალიან საამაყოა, - ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


სერბეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.


„ჩემთვის საოცარი იყო აღმომეჩინა, რომ ღვინის მიმართულებით ტურიზმის გარდა, თქვენ სათხილამურო ტურიზმიც გქონიათ. ეს ჩემთვის სიახლე იყო. ეს თქვენი სათხილამურო ინფრასტრუქტურა ევროპის ინფრასტრუქტურის მსგავსია, ბევრს უყვარს საქართველოში ჩამოსვლა, ბევრს უყვარს საქართველო მრავალი მიზეზის გამო. კიდევ ერთხელ მინდა, საქართველოს ვუსურვო დიდი წარმატება მომავალში. ძალისხმევა ნამდვილად შესაშური. თქვენი ძალისხმევა არის ნამდვილად დიდი და მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს ისეთი შედეგის დადება ევროპაში, რაც თქვენ გაქვთ და ეს მთლიანი შიდა პროდუქტის წილი იქნება თუ სხვა მაჩვენებელი, ძალიან საამაყოა. ვისურვებდი, რომ მსგავსი წარმატება ყველა მიმართულებით ჰქონოდეს ჩემს ქვეყანას. დიდი მადლობა ასეთი თბილი მიღებისთვის და იმედი მაქვს, რომ თქვენც, როდესაც ჩვენთან ჩამობრძანდებით, სახლში გაგრძნობინებთ თავს. ძალიან დიდი მოგონებები მიმყვება თბილისიდან, მადლობა მეგობრობისთვის და ჩვენი ერების ასეთი ურთიერთობებისთვის", - განაცხადა ალექსანდრე ვუჩიჩმა.