გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძე: სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან საუბრისას ყურადღება გავამახვილეთ პოლიტიკური, ეკონომიკური თანამშრომლობის და ხალხთაშორისი ურთიერთობების შემდგომ გაფართოებაზე

16-06-2026

ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვმასპინძლობ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს, რომელიც საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.


მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საუბარი შეეხო როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თანამშრომლობისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაძლიერებას.


"ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული მტკიცე მეგობრობა და საუბრისას ყურადღება გავამახვილეთ პოლიტიკური, ეკონომიკური თანამშრომლობის და ხალხთაშორისი ურთიერთობების შემდგომ გაფართოებაზე,"- აღნიშნავს მთავრობის მეთაური.