გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დავით სონღულაშვილი: სერბეთთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას, მისი კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ევროპულ ბაზრებზე ექსპორტის გაფართოებას

16-06-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სერბეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და წყლის რესურსების მართვის მინისტრს დრაგან გლამოჩიჩს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და სოფლის მეურნეობის, წყლის რესურსების მართვის, სატყეო სექტორის, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის მიმართულებებით თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.


დავით სონღულაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის.


„შეხვედრაზე ვისაუბრეთ თანამშრომლობის გაფართოებისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფლის მეურნეობის სფერო, სადაც არსებობს როგორც ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ზრდის, ასევე ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელოვანი პოტენციალი. ორ ქვეყანას შორის აქტიური თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას, მისი კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ევროპულ ბაზრებზე ექსპორტის გაფართოებას“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.


შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, შეიქმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც განსაზღვრულ მიმართულებებში თანამშრომლობის კოორდინაციისა და ახალი ინიციატივების განხორციელების პლატფორმა იქნება.


სერბეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და წყლის რესურსების მართვის მინისტრი დრაგან გლამოჩიჩი საქართველოში სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.