გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სამადაშვილის ტყუილი - საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე ღარიბი ქვეყანაა, IMF -ის 2026 წლის მონაცემი - ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე:1 - საქართველო 10 346$, 2 - მოლდოვა 8 542$; 3 - უკრაინა 6 499$

17-06-2026

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველო ყველაზე ღატაკი ქვეყანაა ევროკავშირის წევრ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის.


სამადაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიყალბეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) 2026 წლის აპრილის უახლესი მონაცემები ადასტურებს. IMF-ის მიხედვით, ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე ასე გამოიყურება: საქართველო - $11,570; მოლდოვა - $9,350 და უკრაინა- $6,980


შესაბამისად, 2026 წლის მონაცემებითაც, რეიტინგის თანმიმდევრობა უცვლელია და საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ მოლდოვასა და უკრაინას.


ამასთან, რამდენიმე დღის წინ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით – „საქართველო: 2026 წლის IV მუხლის ფარგლებში ჩატარებული კონსულტაციები“, რომლის თანახმადაც, საფინანსო ორგანიზაცია საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 6.5%-მდე აუმჯობესებს და აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკამ შეინარჩუნა მდგრადობა გაზრდილი გლობალური გაურკვევლობის პირობებში, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე. რეალური მშპ 2025 წელს 7.5 პროცენტით გაიზარდა და ძლიერი დარჩა 2026 წლის დასაწყისშიც.