გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

„საქართველოს მელიორაცია“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს წერეთლისა და აღმაშენებლის მაგისტრალურ არხებზე ახორციელებს

18-06-2026

შპს „საქართველოს მელიორაცია“ მარნეულის მუნიციპალიტეტში წერეთლისა და აღმაშენებლის მაგისტრალურ არხებზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს  ახორციელებს.


პროექტის დასრულების შემდეგ, 2140 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება წყლის მიწოდება.


საირიგაციო ინფრასტრუქტურის მოწყობის ფარგლებში, მდინარე ხრამის მარცხენა ფერდის ორ უბანზე, ჯამში 542 მეტრზე გათვალისწინებულია ქვაყრილის მოწყობა, სამანქანო ხიდური გადასასვლელის მშენებლობა, რკინაბეტონის ჭისა და სარეგულაციო ფარების დამონტაჟება.


გეგმის მიხედვით, მასშტაბური პროექტი მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება, რის შედეგადაც რეგიონში სარწყავი წყლის მიწოდების საიმედოობა გაიზრდება.