გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

„საქართველოს მელიორაცია“: გაცნობებთ, რომ მდინარე იორის აუზში მოსალოდნელია წყლის ნაკადის მატება, რაც უხვმა ნალექმა გამოიწვია

19-06-2026

შპს „საქართველოს მელიორაცია“ გაცნობებთ, რომ 2026 წლის 19 ივნისიდან მდინარე იორის აუზში მოსალოდნელია წყლის ნაკადის მატება, რაც უხვმა ნალექმა გამოიწვია.


მდინარე იორს ახასიათებს სეზონური წყალმოვარდნები.

 

„უხვმა ნალექმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სარწყავი არხების გამტარუნარიანობაზე, მდინარის მიმდებარედ არსებულ გზებზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებსა და საძოვრებზე.

 

უსაფრთხოების ნორმების დაცვისა და შესაძლო საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით, შპს „საქართველოს მელიორაცია“ საგარეჯოს, გურჯაანის, დედოფლისწყაროსა და თიანეთის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას მდინარის, მაგისტრალური არხებისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების მიმდებარე ტერიტორიებზე გადაადგილებისას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.


გთხოვთ, გაითვალისწინოთ არსებული ვითარება და დაიცვათ უსაფრთხოების წესები, რათა თავიდან ავიცილოთ უბედური შემთხვევები და არასასურველი სირთულეები“ - აცხადებენ უწყებაში.