გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველო ავიაციის სფეროს მასშტაბურ რეგიონთაშორის სემინარს - "SWIM 2026"-ს უმასპინძლებს

19-06-2026

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მასპინძლობითა და ორგანიზებით, 2026 წლის 23-25 ივნისს, თბილისში ინფორმაციის სისტემური მართვის (SWIM) შესახებ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის (EUR/NAT) და ახლო აღმოსავლეთის (MID) რეგიონთაშორისი სემინარი გაიმართება. ღონისძიება საჰაერო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სისტემური მართვის (SWIM) აქტუალურ საკითხებს დაეთმობა.


სამდღიან სემინარში მონაწილეობას მიიღებენ დელეგატები ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის წევრი სახელმწიფოების საავიაციო ხელისუფლებებიდან, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან, ასევე მოწვეული სტუმრები საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებიდან, საჯარო უწყებებიდან და ავიასაწარმოებიდან.


ღონისძიების დღის წესრიგი სამოქალაქო ავიაციის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ მიმდინარე საკითხს - საჰაერო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სისტემურ მართვას (System Wide Information Management) და მის დანერგვასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ ასპექტებს დაეთმობა. სემინარის ფარგლებში, ICAO-ს ორი წამყვანი რეგიონის ექსპერტები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას შესაბამისი სტანდარტების დანერგვის, ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარების მიმართულებით.


SWIM-ის დანერგვა ICAO-სა და ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების გენერალური გეგმის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. იგი უზრუნველყოფს როგორც გლობალურ და რეგიონულ დონეზე, ისე ქვეყნის შიგნით, შესაბამის აქტორებს შორის საავიაციო ინფორმაციის გაცვლის ახალი პროცესის დანერგვას და თანამედროვე ციფრული გადაწყვეტების მეშვეობით შესაბამისი სერვისების გაუმჯობესებას.


სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ „SWIM 2026"-ის თბილისში მასპინძლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ICAO-ს საიმედო და მნიშვნელოვანი პარტნიორია რეგიონში, როგორც საავიაციო უსაფრთხოების სტანდარტების უზრუნველყოფის, ისე საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცების თვალსაზრისით.