გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კოჰირ რასულზოდა: ისტორიული მომენტია ჩვენი ქვეყნებისთვის, საქართველოს მთავრობის მეთაური პირველად გვეწვია ტაჯიკეთში და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი თავი დაიწერება ჩვენი ურთიერთობების ისტორიაში

19-06-2026

ეს ისტორიული მომენტია ჩვენი ქვეყნებისთვის. საქართველოს მთავრობის მეთაური პირველად გვეწვია ტაჯიკეთში და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი თავი დაიწერება ჩვენი ურთიერთობების ისტორიაში, - ამის შესახებ ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა კოჰირ რასულზოდამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.


კოჰირ რასულზოდამ ტაჯიკეთის მხრიდან საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების მზადყოფნა დაადასტურა.


„ეს ისტორიული მომენტია ჩვენი ქვეყნებისთვის. საქართველოს მთავრობის მეთაური პირველად გვეწვია ტაჯიკეთში და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი თავი დაიწერება ჩვენი ურთიერთობების ისტორიაში.


ჩვენს ხალხს შორის ურთიერთობა ყოველთვის ეფუძნებოდა ნდობას, პატივისცემასა და გულწრფელობას. ტაჯიკი ხალხის გულში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ქართველებს ბუნების, მდიდარი კულტურისა და ტრადიციების გამო. ქართველი მეგობრების წვლილი ტაჯიკეთის მეცნიერების, ჯანდაცვის, მშენებლობისა და არქიტექტურის სფეროებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჩვენს ისტორიაში.


ჩვენს შეხვედრას კიდევ ერთ მნიშვნელოვან დატვირთვას სძენს დუშანბეს ცენტრში ერთ-ერთი მთავარი გამზირის სახელწოდება. ჩვენს ქვეყნებს ყოველთვის კარგად ესმოდათ ერთმანეთის და დღეს ჩვენი საერთო მიზანია სერიოზული მუხტი მივცეთ ორმხრივ თანამშრომლობას ყველა მიმართულებით", - აღნიშნა კოჰირ რასულზოდამ.