გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ტაჯიკეთში უმაღლესი დონის პირველი ოფიციალური ვიზიტი ხორციელდება, ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ისტორიული ტრადიციებით, მეგობრობით და ჩვენი პასუხისმგებლობაა, მაქსიმუმი გავაკეთოთ პარტნიორობის გასაძლიერებლად

19-06-2026

მინდა, მადლობა გადავუხადო ტაჯიკეთს საქართველოს ეროვნული ინტერესების ძლიერი მხარდაჭერისა და დაცვისთვის. მადლობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისთვის, რასაც საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირალი კობახიძემ ტაჯიკეთის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდასთან შეხვედრაზე განაცხადა.


ირაკლი კობახიძემ ტაჯიკეთის პრემიერს ქართული დელეგაციის უმაღლეს დონეზე მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.


„ეს ისტორიული მომენტია. საქართველოდან უმაღლესი დონის პირველი ოფიციალური ვიზიტი ხორციელდება ტაჯიკეთში. ჩვენი ერები, ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან ისტორიული ტრადიციებით, მეგობრობით და ჩვენი პასუხისმგებლობაა, მაქსიმუმი გავაკეთოთ ჩვენი პარტნიორობისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად.


ჩვენ ამ მიზნისადმი ერთგულებას ვადასტურებთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ტაჯიკეთს საქართველოს ეროვნული ინტერესების ძლიერი მხარდაჭერისა და დაცვისთვის. მადლობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისთვის, რასაც საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.