გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერი-მთელი ამ წლების განმავლობაში გარედან ხელოვნურად გვახვევდნენ თავს სიძულვილს, რაც არ არის ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი მოვლენა

20-06-2026

მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში გაჯანსაღდეს საერთო ვითარება. მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ გარედან ხელოვნურად გვახვევდნენ თავს სიძულვილს, რაც არ არის ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი მოვლენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ტაჯიკეთში განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ამ კუთხით, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა.


„არ შეიძლება, ვიღაცებს გარედან მივცეთ საქართველოში სიძულვილის თავსმოხვევის საშუალება. სამმართველო შეასრულებს განსაკუთრებულ როლს სწორედ ამაშინ, რომ ჩვენ თავი დავიცვათ სიძულვილისგან, აგრესიისგან, რასაც ხელოვნურად გვახვევენ გარედან თავს", - აღნიშნა პრემიერმა.