გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მდინარე ალაზნის ადიდების გამო დაზიანებულ დამცავ კედელზე აღდგენითი სამუშაოები მყისიერად დაიწყო

20-06-2026

18 ივნისს მოსული უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ალაზანმა ალაზნის სათავე ნაგებობის ზედა ბიეფის მარცხენა დამცავი კედელი დააზიანა.


მომხდარის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, შპს „საქართველოს მელიორაციის“ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, ტექნიკური მონიტორინგისა და ექსპლუატაციის სპეციალისტების ჯგუფთან ერთად, შემთხვევის ადგილზე გავიდნენ. ვითარების შეფასებისთანავე, სამუშაო პროცესში ოპერატიულად ჩართეს სპეციალური ტექნიკა და დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა მყისიერად დაიწყო.


პარალელურ რეჟიმში, ობიექტის კაპიტალურად შეკეთების მიზნით, კომპანიამ დაიწყო შემდგომი სამუშაოების პროექტირება, რაც ჰიდროტექნიკური ნაგებობის უსაფრთხო და გამართულ ფუნქციონირებას გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს.


ადგილზე ვითარებას პირადად ეცნობა და მიმდინარე სამუშაოებს ზედამხედველობს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი.


აღნიშნული საპასუხო ღონისძიებები ხაზს უსვამს სტიქიურ მოვლენებზე სწრაფი რეაგირების მნიშვნელობას. საავარიო-აღდგენითი და შემდგომი კაპიტალური სამუშაოების დროულად განხორციელება აუცილებელია რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ასევე, მოსალოდნელი რისკების პრევენციისა და მოსახლეობის სავარგულების უსაფრთხოების დასაცავად.