გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უსახელო ქუჩებს, საომარ მოქმედებებში დაღუპულ გმირ მებრძოლთა სახელები მიენიჭა

22-06-2026

მიმდინარე წლის 19 ივნისს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, უსახელო ქუჩებს, საომარ მოქმედებებში დაღუპულ გმირ მებრძოლთა სახელები მიენიჭა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა სახელების უკვდავყოფა და მათი ღვაწლის დაფასება, დედაქალაქის 4 ქუჩას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, გასული საუკუნის 90-იან წლებში, აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულ მეომართა სახელები მიენიჭა. კერძოდ:


  1. ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ბესარიონ ლომინაძის ქუჩის მონაკვეთს, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, კონსტანტინე ლეთოდიანის სახელი;

  2. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, გუმათჰესის და ზურაბ კვანტრიშვილის ქუჩებთან არსებულ უსახელო ქუჩას და ერთ ჩიხს, აფხაზეთის ომში დაღუპულის, დავით კახიშვილის სახელი;

  3. ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალექსანდრე ჯავახიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, ბადრი ჟვანიას სახელი;

  4. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, დიდ ლილოში, იოსებ აბაკელიას ქუჩას, მასთან მდებარე უსახელო მონაკვეთს და გიორგი ჩიკვაიძის II შესახვევს, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, ოთარ მიღრიჯანაშვილის სახელი მიენიჭა.


ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, მრავალწლიანი, ნაყოფიერი და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისა და ქვეყნისთვის თავგანწირულ მეომართა სახელების უკვდავყოფისთვის, კიდევ ერთხელ უხდის მადლობას ქ. თბილისის საკრებულოს.