გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას არ აღიარებ, ეს ნიშნავს თავდასხმას ქვეყნის სუვერენიტეტზე

23-06-2026

ჩვენ ვაწარმოებთ პოლიტიკას არაღიარების წინააღმდეგ და ევროპარლამენტის წინააღმდეგაც მზად ვართ ასეთი პოლიტიკა ვაწარმოოთ, როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას არ აღიარებ, ეს ნიშნავს თავდასხმას ქვეყნის სუვერენიტეტზე, ჩვენ ამ პოლიტიკას დავუპირისპირდებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობისა მეთაურის თქმით, ყველამ უნდა აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, როგორც რუსეთის დუმამ, ისე ევროპარლამენტმა.


„ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით ვაწარმოებთ პოლიტიკას არაღიარების წინააღმდეგ და ევროპარლამენტის წინააღმდეგაც მზად ვართ ასეთი პოლიტიკა ვაწარმოოთ. რუსეთის ფედერაცია და კიდევ ოთხი სახელმწიფო არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მიმართ. ანალოგიურად, ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. ეს მათი საქმეა. ჩვენ ვაწარმოებთ არაღიარების წინააღმდეგ პოლიტიკას. როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას არ აღიარებ, ეს ნიშნავს თავდასხმას ქვეყნის სუვერენიტეტზე. ჩვენ ამ პოლიტიკას დავუპირისპირდებით, ჩვენი ამოცანაა, რომ ყველამ აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, როგორც რუსეთის დუმამ, ისე ევროპარლამენტმა და ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ. . საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს ძალიან წააგავს ევროპარლამენტი დღევანდელი მდგომარეობით და სულისკვეთებით, ასევე იმ საბჭოური მიდგომებით, რომლითაც ისინი მუშაობენ. ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა", - განაცხადა პრემიერმა.