გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და აჭარაში სამაცივრე მეურნეობები შეამოწმა

24-06-2026

აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს შპს "კს.ც"-ის (ს/კ 445543920) კუთვნილ 3 სხვადასხვა ლოკაციაზე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. განთიადში (მე-20 ქუჩა) დარღვევა არ დაფიქსირებულა.


ობიექტში დაცული იყო სურსათის ეტიკეტირებისა და სარეალიზაციო ვადები; ვადაგასული სურსათი გამოვლინდა ქობულეთის რაიონის სოფ. გორგაძეებში (მიდია 125 კგ) და ქ. ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქ N 16 ა-ში (კრევეტები მოხარშული და გაყინული ნაჭუჭში 3780 კგ და ზღვის პროდუქტების ნაზავი -16 კგ).


ვადაგასული სურსათი დაილუქა და განადგურდება კანონმდებლობის შესაბამისად.


 თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შპს “კ.ს.ც.”-ის თბილისის სამაცივრე მეურნეობაში (მის: გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა 10) გამოავლინეს ვადაგასული სურსათის ბაზარზე განთავსებისა (სხვადასხვა დასახელების გაყინული თევზპროდუქტები) და ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტი (ხიზილალა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, 6132.2 კგ ვადაგასული სურსათი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.