გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლოგიკური და საჭირო ცვლილებაა და ქვეყნის ინტერესებს იცავს - გიდი ზაზა შიოშვილი “შრომითი მიგრაციის შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებს აფასებს

24-06-2026

საქართველოში გიდების სერტიფიცირებისა და ტურისტული ბაზრის რეგულირების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას სფეროს სპეციალისტები და პროფესიონალი გიდები დადებითად აფასებენ.


“შრომითი მიგრაციის შესახებ” კანონში შესული ცვლილებებით, კულტურული მიმართულებით უცხოელ გიდებზე კვოტირება ნულოვანია, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოსულ ტურისტულ ჯგუფებს მომსახურება ადგილობრივმა გიდებმა უნდა გაუწიონ.


გიდი ზაზა შიოშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილება აბსოლუტურად ლოგიკური და საჭიროა და ქვეყნის ინტერესებს იცავს. 

 

„კანონში შესული ცვლილებები ძალიან დროული და საჭირო იყო. აქ ლაპარაკი არ არის მარტო სამუშაო ადგილების წართმევაზე.


ელემენტარულად, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ეს გიდები რა ინფორმაციას უყვებიან სტუმრებს, პირველ რიგში, ეგ არის მნიშვნელოვანი.


როგორ წარადგენენ ჩვენს ქვეყანას.   არა მგონია, რომ ქართველ გიდზე და საქართველოს მოქალაქეზე უკეთესად შეძლონ ამის გაკეთება. შესაბამისად, კულტურულ გიდებზე ნულოვანი კვოტირების საჭიროება ნამდვილად იდგა“  - აცხადებს ზაზა შიოშვილი.