24-06-2026
სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის პრეზიდენტი ელზა ბებია გიდების საქმიანობასთან დაკავშირებით “შრომითი მიგრაციის შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებს მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს და აღნიშნავს, რომ რეგულაციის ამოქმედება ადგილობრივი გიდების ინტერესების დაცვისთვის აუცილებელი იყო.
მისი შეფასებით, უცხოელი კულტურული გიდების ნულოვანი კვოტირება გამართლებულია, რადგან წლების განმავლობაში უცხოური ტურისტული კომპანიების მიერ ჩამოყვანილი გიდების რაოდენობის ზრდამ ადგილობრივი სპეციალისტები არათანაბარ კონკურენტულ პირობებში ჩააყენა. მაშინ, როცა ქართველ გიდებსა თუ პროფესიულ გაერთიანებებს საკმარისი რესურსი აქვთ სხვადასხვა ენობრივი ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
„ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო იმიტომ, რომ ძალიან ბევრი კომპანია იყო შემოსული და პრაქტიკულად ადგილობრივი გიდები ჩაეხსნენ ბაზარს… მარტო ინგლისურს და რუსულს არ ეხება, არის სხვა ენებზეც, მაგალითად თუნდაც, ჩინურენოვანი გიდები. ჩვენს ასოციაციაში არის საკმარისად დიდი რაოდენობის უცხოენოვანი გიდები... არიან კიდევ სხვა ასოციაციები, თვითონ ტურისტული კომპანიები, რომლებსაც საკუთარი დიდი ბაზები აქვთ. ჯერჯერობით, ჩვენ ამ გამოწვევას ვუმკლავდებით.“