გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დავით სონღულაშვილი: მნიშვნელოვანია, საქართველოში არსებული აკვაკულტურის პოტენციალი მაქსიმალურად გამოვიყენოთ

24-06-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში, თევზის სატბორე მეურნეობა დაათვალიერა. შპს „ათ“ სხვადასხვა ჯიშის  თევზის (ზუთხი, კობრი, სქელშუბლა)  მოშენებას ახორციელებს და   ხიზილალას აწარმოებს, რომელსაც  ადგილობრივ ბაზარზეც  ყიდის და ექსპორტზეც გააქვს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, მალაიზია, სინგაპური, ავსტრალია.


„საქართველოს  აკვაკულტურის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ამ პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების მიზნით, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სექტორის წარმომადგენლებთან ბიოუსაფრთხოების სტანდარტების გაძლიერების, დაფინანსების მექანიზმების გაუმჯობესების, ასევე, საკანონმდებლო მიმართულებებით. იმისათვის, რომ ქვეყანაში ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი პროდუქცია, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისოდ აღიარებულ უვნებლობის სტანდარტებს, უმნიშვნელოვანესია შესაბამისი ცოდნა და ამ ცოდნაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა. 


მინისტრთან ერთად,  მინისტრის მოადგილეები ლაშა ავალიანი და გიორგი წკრიალაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.