გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მარნეულის მუნიციპალიტეტში 1200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა

25-06-2026

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მდებარე სატუმბ სადგურზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. შედეგად, 1200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა.


რეაბილიტირებული სატუმბი სადგური კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა.


„სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციაა, რასაც გეგმიურად, თანმიმდევრულად ვახორციელებთ. მელიორაციის სექტორში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, შპს „საქართველოს მელიორაციამ“    არაერთი მნიშვნელოვანი კაპიტალური პროექტი განახორციელა, რომელთა მიზანია სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია და გამართული ექსპლუატაციის უზრუნველყოფა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სტაბილური წყალმომარაგება. ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ქეშალოს სატუმბი სადგურის აღდგენა მოიცავდამარნეულის მუნიციპალიტეტში უკვე დასრულდა. პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა სატუმბი სადგური  - დაემატა ტუმბოები, კოროზირებული მილსადენები ახალი მილსადენებით შეიცვალა, მოეწყო წყალმიმღები ნაგებობა, დამონტაჟდა ახალი ურდულები და განათების სისტემა“, - განაცხადა  „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა.  


განხორციელებული სამუშაოები სატუმბი სადგურის საიმედო და უწყვეტ ფუნქციონირებას შეუწყობს ხელს, რაც რეგიონში სასოფლო-სამეურნეო მიწების წყალუზრუნველყოფას გააუმჯობესებს.