გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვემო ქართლში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინა

25-06-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევები გამოვლენილია წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ჩივთქილისსა და საბეჭისში.


მოქალაქეებს არარეგისტრირებული ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ დამონტაჟებული.


ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.


უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ამ მიმართულებით სამართალდარღვევების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, დეპარტამენტის თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში უწყვეტად პატრულირებენ.  ამასთან, მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.


2026 წლის პირველ ხუთ თვეში, ქვეყნის მასშტაბით 31 უკანონო სახერხი საამქროა გამოვლენილი.