გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ჩიქოვანმა სერჟანტებს პროფესიული დღე მიულოცა

25-06-2026

25 ივნისს საქართველოს თავდაცვის ძალები სერჟანტთა კორპუსის დღეს აღნიშნავს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა  სერჟანტებს პროფესიული დღე „არმიჰოლში“ მიულოცა. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა თავდაცვის ძალებში სერჟანტების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და მათ თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, დღეს საქართველოს თავდაცვის ძალებს ჰყავს მაღალკვალიფიციური, კომპეტენტური და ძლიერი სერჟანტთა კორპუსი, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისა და საზოგადოების მაღალი ნდობითა და პატივისცემით სარგებლობს.


„წლების განმავლობაში, თავდაცვის ძალების განვითარებასთან ერთად, ეტაპობრივად ყალიბდებოდა და ძლიერდებოდა სერჟანტთა კორპუსიც. თანმიმდევრულმა რეფორმებმა, განათლებაზე ორიენტირებულმა მიდგომამ და თითოეული სერჟანტის თავდადებულმა შრომამ შექმნა ის ძლიერი ინსტიტუტი, რომელსაც ენდობიან, რომლის აზრს ითვალისწინებენ და რომელიც მოტივაციას უმაღლებს ჩვენს სამხედროებს“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა და მთავარმა სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა.

 

ღონისძიება წარმატებული სერჟანტების დაჯილდოებით დასრულდა. მათ უწყებრივი მედლები და  ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

 

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.