გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში არსებული თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

25-06-2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას ესტუმრა.


მინისტრმა ადგილზე მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრი, მასში არსებული სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და საზღვაო განათლების პროცესში გამოყენებულ თანამედროვე სასწავლო სიმულატორებსა და აღჭურვილობას გაეცნო. აღნიშნული ტექნოლოგიები მეზღვაურებს პროფესიული უნარების განვითარებისა და რეალურ სამუშაო გარემოსთან მიახლოებულ პირობებში მომზადების საშუალებას აძლევს.


მარიამ ქვრივიშვილთან ერთად აკადემიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე იმყოფებოდნენ.