26-06-2026
რუმინეთის პარლამენტის დელეგაცია პირველად ათწლეულების განმავლობაში მოსკოვს ეწვია. ინფორმაციას რუსული მედია რუმინეთის ოპოზიციური პარტია S.O.S-ის წევრზე დიანა შოშოაკეზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედია იუწყება, რუმინელი დეპუტატები საერთაშორისო კონგრესში „სამყაროს სჭირდება მამა“ მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც ტრადიციულ ფასეულობებსა და ოჯახის ინსტიტუტის გაძლიერებს ეძღვნება. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ აგრეთვე პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები ევროპიდან, აზიიდან და ამერიკიდან.
„როგორც იქნა, ათწლეულების შემდეგ დელეგაცია რუმინეთიდან სახელმწიფო სათათბიროში ჩამოვიდა. აქ რუმინეთის პარლამენტის დეპუტატებთან ერთად ვიმყოფები. ჩვენი დელეგაცია ოთხი წევრისგან შედგება“, - განაცხადა შოშოაკემ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, რუმინულ დელეგაციას მოსკოვში ჩასასვლელად 40 საათი დასჭირდა.