გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: მიმდინარეობს წალენჯიხაში მდებარე სქურის გზის პროექტირება, სექტემბერში გამოცხადდება ტენდერი და წლის ბოლომდე დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები, სათანადოდ განხორციელდება ჯგალის წყალმომარაგების პროექტიც

26-06-2026

მიმდინარეობს წალენჯიხაში მდებარე სქურის გზის პროექტირება, სექტემბერში გამოცხადდება ტენდერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.


მისივე თქმით, წლის ბოლომდე დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები.


„ბატონ ირაკლი ზარქუას ჰქონდა კითხვა წალენჯიხასთან დაკავშირებით - სქურის გზა, მიმდინარეობს პროექტირება, არაერთხელ დაისვა ეს საკითხი ბატონი ირაკლის მიერ. წლებია, უკვე ამაზე საუბრობს და მიაღწია თავისას. მიმდინარეობს პროექტირება, სექტემბერში გამოცხადდება უკვე ტენდერი და წლის ბოლომდე დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები. ჯგალის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ წინ წავიწიეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტიც სათანადოდ განხორციელდება,"- აღნიშნა პრემიერმა.