გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერი რომანოვების სასახლეზე: განვითარების ფონდიდან ეკონომიკის სამინისტრომ წამოიღო ეს აქტივი და ვფიქრობთ მთლიანად ამ რესურსის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებაზე

26-06-2026

რაც შეეხება ბორჯომის შემოვლით გზას, ჩვენ ვიწყებთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და ეს კვლევა გვიჩვენებს, რა მიმართულებით შეიძლება წავიდეთ, დაველოდოთ ამ კვლევის მონაცემებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა, მათ შორის რომანოვების სასახლესთან დაკავშირებით.


რაც შეეხება რომანოვების სასახლეს, თქვენ იცით, რომ განვითარების ფონდიდან ეკონომიკის სამინისტრომ წამოიღო ეს აქტივი და ვფიქრობთ მთლიანად ამ რესურსის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებაზე, ეს არის ლიკანის სასტუმრო და მათ შორის რომანოვების სასახლე. რა თქმა უნდა, ეს პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ სახელმწიფომ მიიღოს მაქსიმალური მოგება და გარდა ამისა, უნდა გავუფრთხილდეთ, რომანოვების სასახლეს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლი ჩვენთვის. დანარჩენი დეტალები დაზუსტდება უკვე სამუშაო პროცესში", - აღნიშნა პრემიერმა.


ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა სტადიონებთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე.


„რაც შეეხება ინფრასტრუქტურული სამუშაოების ვადებს. სტადიონებს რაც შეეხება, ტექნიკურ სტადიონებს, მათი ნაწილი დაწყებული ან მაქსიმუმ ერთ თვეში დაიწყება უკვე სამუშაოები. მულტიფუნქციურს რაც შეეხება, ტენდერები გამოცხადდება და შემდეგ სათანადო ვადებში წარიმართება სამუშაოები. კარწახის გზას რაც შეეხება, 2027 წელს გვაქვს ამ გზის დასრულება დაგეგმილი", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.