გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: საქართველოს მოქმედი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ გაძლიერდეს ქართული ჯარის რესურსი და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი

26-06-2026

საქართველოს მოქმედი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ გაძლიერდეს ქართული ჯარის რესურსი და ეს არის მუდმივი პროცესი და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, - ამის შესახებ საქარტველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქარტველოს მთავრობის განსაკუთრებული დამოკიდებულება ქართული ჯარის მიმართ.


„რაც შეეხება ხუთი დღის თემას, მე მინდა შეგახსენოთ ერთი რამ და აქ ჯარი არაფერ შუაშია - ჩვენ გვახსოვს ომი, რომელიც ორ დღეში დასრულდა და ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაწყებული ომი. რაც შეეხება საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას. საქართველოს მოქმედი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ გაძლიერდეს ქართული ჯარის რესურსი და ეს არის მუდმივი პროცესი. და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. რაც შეეხება ქართულ ჯარს, ჩვენ ქართულ ჯარზე გვაქვს ძალიან დიდი წარმოდგენა და ეს დიდი წარმოდგენა ეფუძნება იმ თავდადებას და პატრიოტიზმს, რომლითაც გამოირჩევა ქართველი ჯარისკაცი. ეს არის ჩემი დამოკიდებულება ქართული ჯარის მიმართ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.