გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ დღეს პასუხისმგებელი იმაზე, რომ ვერც სააკაშვილი, ვერც გახარია, ვერც ხაზარაძე, ვერც სხვა უცხოელი აგენტი ვერასდროს დაბრუნდება ხელისუფლებაში

26-06-2026

უცხოური აგენტურის ადგილი საქართველოს ხელისუფლებაში აღარ არის, შესაბამისად არც თქვენი პარტიის ადგილი არ არის საქართველოს ხელისუფლებაში, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის" წარმომადგენლებს.


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს აუცილებლად ეყოლება სუვერენული ხელისუფლება.


„ერთადერთი, რაზეც შეიძლება ადამიანმა ბოდიში მოიხადოს, არის ის, რომ ჩვენ გვყავდა სააკაშვილის რეჟიმი, აგენტურა ხელისუფლებაში 9 წლის განმავლობაში, რასაც მოჰყვა ძალიან მძიმე შედეგები და ამ ყველაფრის ერთ-ერთი შედეგი იყო 2008 წლის აგვისტოს ომი. აი, ეს მართლა შეიძლება იყოს რაღაცნაირად საბოდიშო, რომ ასეთი რეჟიმი გვყავდა ჩვენ ქვეყანაში, რომელიც ქვეყნის შიგნით ატრიალებდა უბედურებას და რომელმაც დაატრიალა უბედურება 2008 წლის ომის სახით. ჩვენ ვართ დღეს პასუხისმგებელი იმაზე, რომ არ დავუშვებთ ასეთი ხალხის დაბრუნებას ხელისუფლებაში. ვერც სააკაშვილი, ვერც გახარია, ვერც ხაზარაძე, ვერც სხვა აგენტი, ვერც სხვა უცხოელი აგენტი ვერ დაბრუნდება ვერასდროს ხელისუფლებაში. საქართველოს აუცილებლად ეყოლება სუვერენული ხელისუფლება. უცხოური აგენტურის ადგილი საქართველოს ხელისუფლებაში აღარ არის. შესაბამისად არც თქვენი პარტიის ადგილი არ არის საქართველოს ხელისუფლებაში", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.