გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ცოტნე ივანიშვილი: გადაჭრით ვიტყვი, რომ პოლიტიკაში ჩართვის არანაირი ინტერესი არ მაქვს

29-06-2026

ბევრჯერ დაისვა ეს საკითხი და გადაჭრით ვიტყვი, რომ არანაირი ინტერესი არ მაქვს პოლიტიკაში ჩართვის - განაცხადა "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმა, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დასკვნითი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.


ცოტნე ივანიშვილის განცხადებით, ის დაინტერესებულია ფილოსოფიისა და ხელოვნების ისტორიის კვლევით, ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრებს, სტუმრის რანგში ესწრება, რამდენადაც გულშემატკივრობს მსგავსი ტიპის ინიციატივებს.


„არასდროს არ მისაუბრია იმასთან დაკავშირებით, თუ ვთქვათ რა მიმართულებით ვსწავლობ აკადემიურად იქნება ეს, თუ რას ვაკეთებ, თუმცა საკმაოდ ბევრი წელი არის, ჩრდილში, არ ვასაჯაროებ ნამუშევრებს, მაგრამ ვხატავ ძალიან ბევრს, აკადემიური მიმართულებით ფილოსოფიას და ხელოვნების ისტორიას ვიკვლევ. ეს არის ორი სფერო, რომელიც მე პირადად ძალიან მაინტერესებს. ამის იქით თავისთავად ვგულშემატკივრობ მსგავსი ტიპის ინიციატივებს ჩვენი ახალგაზრდებისგან, ახალგაზრდული ორგანიზაციებისგან. ამიტომ თავისთავად უბრალოდ როგორც სტუმრის სტატუსი ვესწრები ამ შეხვედრებს, მაგრამ პოლიტიკაში ჩართვის არანაირი ინტერესი არ მაქვს. რა მიმართულებითაც გითხარით ვცდილობ მაქსიმალურად ბევრი ვიშრომო, თუმცა არ ვასაჯაროებ არაფერს ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ეს იქნება ტექნიკურად თუ კონცეპტუალურად, მინდა უკეთ განვავითარო.“- განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.