გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა

30-06-2026

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ქვემო მაგისტრალურ არხზე რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაასრულა. განხორციელებული სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა წყალუზრუნველყოფა და სერვისის ხარისხი.


პროექტის ფარგლებში მაგისტრალური არხის დაზიანებული მონაკვეთები რკინა-ბეტონით მოპირკეთდა. ასევე მოეწყო არხის ორივე მხარეს ბორდიურები, ხოლო ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, მათ შორის წყალგამშვებს, ხიდებსა და ღვარსაშვებს.


ჩატარებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო კომპანიის გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად. მისი განცხადებით, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და სარწყავი სისტემების განახლება მნიშვნელოვანია როგორც კომპანიის საქმიანობისთვის, ასევე ადგილობრივი ფერმერებისთვის, რადგან უზრუნველყოფს საირიგაციო ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას და ზრდის მომსახურების ეფექტიანობას.


სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია ხელს უწყობს წყლის უწყვეტ მიწოდებას და სოფლის მეურნეობის სექტორის მდგრად განვითარებას ქვეყანაში.