გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

 ირაკლი კობახიძე: ყაზახეთში ვიზიტი ისტორიულია ქართულ-ყაზახური ურთიერთობებისთვის, ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ყაზახეთთან, ეს არის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც სრულიად სხვა დონეზე აიყვანს ჩვენს ურთიერთობებს

30-06-2026

ყაზახეთში ვიზიტი ისტორიულია ქართულ-ყაზახური ურთიერთობებისთვის, ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ყაზახეთის რესპუბლიკასთან, ეს არის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც სრულიად სხვა დონეზე აიყვანს ჩვენს ურთიერთობებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ჟურნალისტებს განუცხადა.


პრემიერის თქმით, ყაზახეთი საქართველოსთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი ეკონომიკური პარტნიორი.


„ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ვიზიტი. ისტორიული ვიზიტია ქართულ-ყაზახური ურთიერთობებისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ყაზახეთის რესპუბლიკასთან. ეს არის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც სრულიად სხვა დონეზე აიყვანს ჩვენს ურთიერთობებს. ჩვენ გვაქვს ისედაც კარგი დინამიკა, გვაქვს შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობები, გვაქვს მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობა. ყაზახეთი ჩვენთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი ეკონომიკური პარტნიორი. ზოგადად, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ რეგიონს, შუა აზიას და ამ რეგიონში ყაზახეთის როლი არის განსაკუთრებული. ეს არის ძალიან მზარდი ეკონომიკა, ყველაზე დიდი ეკონომიკაა რეგიონში, შესაბამისად, ჩვენთვის ყაზახეთთან თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მათ შორის, დაკავშირებადობის კუთხით ბევრი რამ კეთდება იმისათვის, რომ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და ყაზახეთთან თანამშრომლობას ამ მიმართულებითაც ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა, შესაბამისად, სრულიად ახალ დონეზე გადადის ჩვენი ურთიერთობები ყაზახეთის რესპუბლიკასთან", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.