გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დავით სონღულაშვილი: საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაძლიერება დადებითად აისახება მთლიანად რეგიონზე

30-06-2026

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობის წევრებთან ერთად, ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.


მინისტრის განცხადებით, ბოლო წლებში საქართველოსა და ყაზახეთს შორის თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, ხოლო მიმდინარე ოფიციალური ვიზიტი ამ თანამშრომლობას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.


„კიდევ უფრო გააქტიურდება ეკონომიკური თანამშრომლობა და გაღრმავდება საქართველოსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკური კავშირები. ეს აისახება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის და ინვესტიციების სფეროებში. საერთო ჯამში, ეს პროცესი ორივე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს, ხოლო ორმხრივი  ურთიერთობების შემდგომი გაძლიერება დადებითად აისახება მთლიანად რეგიონზე“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.