გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ვატიკანი ევროკავშირს ომებთან დაკავშირებით ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს

30-06-2026

ევროკავშირი ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას ატარებს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფებიან და უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაპირისპირებები ამას ადასტურებს, - განაცხადა ვატიკანის დოქტრინის უწყების ხელმძღვანელმა ვიქტორ მანუელ ფერნანდესმა დახურულ კონფერენციაზე.


Politico-ს ცნობით, კონფერენციაზე, რომელიც რომის პაპმა ლეო XIV-მ გლობალური „ძალაუფლების კულტურის“ შესასწავლად მოიწვია, ფერნანდესმა ევროკავშირი საერთაშორისო სამართლის შერჩევითად გამოყენებაში დაადანაშაულა.


„თუ ქვეყანა მტერია, მას არადემოკრატიულად აცხადებენ და გმობენ. მაგრამ თუ ის მოკავშირეა, სიტყვის თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა თუ დემოკრატიული ღირებულებების არარსებობას თვალს არიდებენ“, - განაცხადა მან.


ვატიკანის დოქტრინის უწყების ხელმძღვანელმა დასძინა, რომ ევროკავშირი გარკვეულ ქვეყნებს სანქციებს უწესებს, სხვებს კი იარაღს უგზავნის, თუმცა ანალოგიურად არ მოქმედებს „კიდევ უფრო სერიოზული და გაცილებით სასტიკი შედეგების მქონე ინტერვენციების“ წინაშე. მისი აზრით, ეს წინააღმდეგობები იმაზე მეტყველებს, რომ „პრაქტიკაში, რეალური ინტერესი მხოლოდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებელზე დადის“.


კარდინალმა, ასევე, გააკრიტიკა კანონიერი თავდაცვის ცნების ფართო ინტერპრეტაცია და მაგალითად რუსეთის, აშშ-ისა და სხვა სახელმწიფოების ქმედებები მოიყვანა. მან აღნიშნა, რომ „სამართლიანი ომის“ დოქტრინით მანიპულირებენ „ყველაზე უსამართლო ომების“ გასამართლებლად.