გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ირაკლი კობახიძე: ძვირფასო აბიტურიენტებო, მჯერა, ყველა გამოცდას წარმატებით ჩააბარებთ, რაც კიდევ უფრო დაგაახლოებთ თქვენს მიზნებთან, განათლებული ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის შენებისა და უკეთესი ხვალინდელი დღის გარანტია

2-07-2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებებს უსურვებს.


მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ განათლებული ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის შენებისა და უკეთესი ხვალინდელი დღის გარანტია.


„ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს ეროვნული გამოცდები იწყება. მინდა, წარმატებები გისურვოთ თქვენი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე.


დარწმუნებული ვარ, თქვენი მრავალწლიანი შრომა და ძალისხმევა შესაბამის შედეგს გამოიღებს. მჯერა, ყველა გამოცდას წარმატებით ჩააბარებთ, რაც კიდევ უფრო დაგაახლოებთ თქვენს მიზნებთან. განათლებული ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის შენებისა და უკეთესი ხვალინდელი დღის გარანტია. სწორედ თქვენ უნდა გადაიბაროთ ამ ქვეყნის მართვა. კიდევ ერთხელ მთელი გულით გისურვებთ წარმატებას და საუკეთესო შედეგების მიღწევას!" - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.