გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

EBS Korea საქართველოში ტურისტული პოტენციალის შესახებ დოკუმენტურ ფილმს ამზადებს

2-07-2026

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კორეის რესპუბლიკიდან შემეცნებითი სამაუწყებლო არხის, EBS Korea-ს გადამღებ ჯგუფს უმასპინძლა. პრესტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებმა გადაიღეს თბილისის ისტორიული უბნები, ახალციხის ციხე, საფარის მონასტერი, ბათუმის ტურისტული ადგილები და ბოტანიკური ბაღი, გომის მთა, შეკვეთილი, კოლხეთის ეროვნული პარკი, პალიასტომის ტბა, ასევე  იმერეთისა და რაჭის ღირსშესანიშნაობები. ჯგუფის წევრები ესტუმრნენ კახეთს, სადაც ვენახები და მარნები გადაიღეს, ხოლო თუშეთში - ისტორიული სოფლები და კოშკები.


EBS Korea-ს წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული ადგილების, კულტურისა და ისტორიის შესახებ დოკუმენტურ ფილმს ამზადებენ გადაცემისთვის „World Theme Travel“, რომელსაც მილიონობით კორეელი მაყურებელი იხილავს.


ტურის მიზანი საქართველოში კორეელი ტურისტების მოზიდვა და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებაა.